Telegraph: ჩინეთის უარი რუსეთში ინვესტიციების განხორციელებაზე პუტინისთვის დარტყმაა 

გამოქვეყნდა:

ჩინეთი თვეების განმავლობაში არ აფინანსებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რუსეთში, რადგან პეკინი ყურადღებას ამახვილებს ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებაზე - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. 

ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph წერს, რომ ჩინეთის სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში ინვესტიციები 2022 წლის პირველ ნახევარში შემცირდა 28,4 მილიარდ დოლარამდე. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ პროექტები რუსეთში, შრი-ლანკასა და ეგვიპტეშიც შემცირდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ეს სამი ქვეყანა ადრე ჩინური ინვესტიციების მთავარი მიმღები იყო.

ჩინელი ინვესტორების სკეპტიციზმი რუსეთში ინვესტიციებზე, გაზეთის თანახმად, მიუთითებს მათ შიშზე, რომ მოექცევიან უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ქვეშ, მიუხედავად პეკინისა და მოსკოვის  "უსაზღვრო მეგობრობის" შესახებ მტკიცებისა, რაც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი