
"ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ."- ბრიტანული Vogue-ის სპეციალურ ინტერვიუში ოლენა ზელენსკამ და მისმა მეუღლემ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს ომის დროს ცხოვრებაზე, მათს ქორწინებაზე და უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ ოცნებებზე.
ინტერვიუ ჩაწერილია კიევში, მისი სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალის ოქტომბრის ნომერში.
„ეს იყო ყველაზე საშინელი თვეები ჩემს ცხოვრებაში და ყველა უკრაინელის ცხოვრებაში.ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ჩვენ არ გვეპარება ეჭვი, რომ გავიმარჯვებთ. და ეს არის ის, რის გამოც ვაგრძელებთ წინსვლას", - ამბობს პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.
პირველი ლედი არ არის ის როლი, რომელიც ოლენა ზელენსკას ოდესმე სურდა, რომ ეთამაშა.
„მომწონს კულისებში ყოფნა - ეს მომეწონა. ყურადღების ცენტრში გადასვლა საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. მე ვცდილობ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი”, - თქვა ზელენსკამ.
ჟურნალისტი ამბობს: კიევში ჩვენს ორს შორის საუბარში ზელენსკა იყო პირდაპირი, ღირსეული, ელეგანტური. ომის შესახებ საუბრისას ზელენსკამ თქვა, რომ პრეზიდენტი უსაფრთხოების გამო, ბავშვების ნახვას ჯერ ვერ ახერხებს. „მას ამ მხრივ ბევრად უფრო უჭირს. ის იტანჯება. და შემდეგ ჩემი ბავშვებიც ამავე მდგომარეობაში არიან, რადგან ისინი ვერ ხედავენ [მამს], ”- თქვა მან.
უკრაინის პირველმა ლედიმ თქვა, რომ ომისთვის მზად არ იყო და ამაზე არ უფიქრია „ბედნიერად ვცხოვრობდით და არასდროს გვეგონა, რომ ეს მოხდებოდა"
"რა თქმა უნდა, ის ჩემი სიყვარულია. მაგრამ ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. ოლენა ნამდვილად ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ასევე პატრიოტია და ძალიან უყვარს უკრაინა და ის შესანიშნავი დედაა”,- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჟურნალისტი წერს, რომ "წასვლისას ხელი ჩავკიდეთ, შემდეგ კი მოკლედ ჩავეხუტე. კარებისკენ წამიყვანა. მე ვუთხარი მას, რომ იმედი მქონდა, რომ მისი ოჯახი მალე შეძლებდა ისევ ერთად სადილს იმავე მაგიდასთან, ძველებურად. და გაერთიანებას შეძლებს ამდენი დაშორებული ოჯახი. "მე ამაზე ვოცნებობ”, - თქვა ოლენა ზელენსკამ.