ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ოკუპირებულ აფხაზეთში | "ოცნება" კრემლს არ აღიზიანებს და დუმილს ინარჩუნებს

გამოქვეყნდა:

არამხოლოდ ქართული მიწის, საქართველოს ხელისუფლება ადამიანების გამოც დუმს და არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. ერთი კვირის წინ გალში აფხაზურმა მილიციამ 24 წლის გოგონა ჯაშუშობის ბრალდებით აიყვანა.

ფაქტები აბსურდულია, ნივთმტკიცებები გაყალბებული და არაფრისმთქმელი. თავად აფხაზებიც კი დარწმუნებული არიან, რომ აგენტის დაკავების სპეცოპერაცია და ვიდეოკადრების ადგილობრივი მედიით ტირაჟირება საოკუპაციო რეჟიმს ბიჭვინთის პრობლემიდან ყურადღების გადასატანად სჭირდებოდა.

მაგრამ ახალგაზრდა ქალი გაუჩინარებულია და ალბათ სოხუმის ციხის საკანში უმძიმეს პირობებშია გამომწყვდეული. მას ხანგრძლივი და მძიმე ტყვეობა ელის - ხელისუფლება მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცხელი ხაზია გააქტიურებული. და ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ - ქართული ოცნება კრემლს არ აღიზიანებს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი