გოგაშვილის ბრალდებები გომელაურს და ლილუაშვილს | სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი "ოცნების" სკანდალურ მხილებას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

სკანდალური მხილებების სერია გრძელდება - სოსო გოგაშვილი ასაჯაროვებს ფაქტებს და ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმს ამხელს. სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის გინების გამო სცემეს.

ეს ორი ფაქტი საზოგადოებისთვის კარგად არის ნაცნობი და ორივე შემთხვევაში არსებობდა ხელისუფლების ჩართულობის ეჭვი. ახლა, ივანიშვილის უახლოესი წრის ყოფილი წევრი საჯაროდ ამბობს, რომ გახმაურებული დანაშაულები სწორედ ივანიშვილის დაკვეთით ხდებოდა. 

გოგაშვილი ამხელს თავის ყოფილ თანაგუნდელებსაც და პირველ რიგში შინაგან საქნმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის გზავნილის მეორე ნაწილი უფრო ემოციურია და პირადი ურთიერთობების დეტალებს ეხება.

ამ გზავნილიდან ირკვევა, რომ გოგაშვილი და მინისტრი უახლოესი მეგობრები და ფაქტობრივად ნათესავები იყვნენ, ახლა კი სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ოჯახის შეურაცხყოფაში ადანაშულებს.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი