ოლიგარქის სახელისუფლებო პარტია იმუქრება. ყველას ვინც "ქართული ოცნების" პოზიციას არ იზიარებს და აკრიტიკებს ირაკლი კობახიძე დასრულებას პირდება. თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე, შემდეგ უკვე სრულიად მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე მმართველი გუნდის ლიდერის მხრიდან უკვე შეფასდა როგორც სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება.
ქართული ოცნება კი კვლავ უმცირესობაშია კობახიძის უკიდურესად მძიმე გზავნილს თანაპარტიელების შეთანხმებული და პროპაგანდისტული განცხადებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარის აგრესიას და ზიზღის დაუსრულებელ კამპანიას ოცნების სრული მხარდაჭერა აქვს.