
ბორის ჯონსონს მიანიჭეთ უკრაინის მოქალაქეობა და წარადგინეთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე - ამის შესახებ პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა.
პეტიციას ამ დროისთვის 1 900-ზე მეტი ხმა აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია რომ განიხილოს, ინიციატივამ სულ მცირე 25 000 ხმა უნდა მოაგროვოს.
გადაწყვეტის დადებითი ასპექტები:
- ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა;
- მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ;
- განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში.
უარყოფითი მხარეები:
- ამ დანიშვნის შეუძლებლობა უკრაინის მოქმედი კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა 7 ივლისს დატოვა. ქვეყნის პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისთვის კენჭისყრა მიმდინარეობს. ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.