
ჰელსინკის კომისიის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, მაიკლ სესირი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას ეხება.
საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პირადად ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს საქართველოდან და შემდეგ ვიდეოკამერებიდან ჩანაწერები წაშალეს.
"შემზარავია, თუ ეს მართალია, მაგრამ შემზარავი მაშინაც კი, თუ სიმართლე არ არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ამ ყველაფერში ან დაუსჯელობის ურყევი კულტურა, რომელიც სათავეს იღებს საბჭოთა პერიოდიდან, იშვიათად არის დისკუსიის საგანი და კიდევ უფრო ნაკლებად ხდება საჯაროდ კითხვების დასმის საგანი",- წერს სესირი.
ამავე თემაზე: