"ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი, არის პოლიტიკიდან გაწეული ცხადია, თუმცა რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს ის, რომ ძალიან ბევრს და როგორც ჩანს მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყნის ამ საომარ მოქმედებებში ჩართვა".
ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პარტიის დამფუძნებლის წერილზე, სადაც ივანიშვილიც იგივეს ამტკიცებს.