"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თვითონ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია ერთი მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთ მნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. რაც შეეხება იმ ფრაგმენტს, რომელიც ეხება იგივე სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს მოითხოვს რა თქმა უნდა განსაკუთრებულად შეფასებას, განსაკუთრებულად აღნიშვნას, რომ მოწოდება საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომელიც არსებობს სტრატეგიულ პარტნიორებთან".
ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პარტიის დამფუძნებლის წერილზე.