ივანიშვილი უტიფრად გვთავაზობს ფორმულას, რომ ამერიკა გვმტრობდა და მისმა პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება "ქვეყნის ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელებაა".

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ აშშ საქართველოს მტრობდა და ქვეყანა "მისმა პირადმა გამბედაობამ გადაარჩინა". 

"ეს არის გაგრძელება ამ უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის. პირდაპირ მტრობაა საქართველოს ინტერესების, მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია, რასაც ზოგადად წლებია აკეთებს, ამ დემონიზებას თავისუფლების იდეის და თავისუფალი სამყაროსი პუტინისტური პროპაგანდის მხარდაჭერით, პირდაპირ და ირიბად. მაგრამ, ახლა ბოლო თვეებია, ეს გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად ასეთ ბოდვაში ვართ, რომ სერიოზულად ეს კაცი და მისი გარემოცვა გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ ამერიკა ჩვენ გვმტრობდა და უბრალოდ ივანიშვილის პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ, ის ისჯება. ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ უნდა მისცეს მარტო ერთი შეფასება - საშიშია ეს ადამიანი ყოველდღე, სანამ ის მართავს ქვეყანას", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი