
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებებს "მორალისგან და სინდისისგან დაცლილ სპეკულაციებს" უწოდებს.
მან აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა და თქვა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
"ჯერ ის მითხარით, რა ფიგურაა ასეთი ბატონი მუხთარლი, რომ თავი ისე წარმოუდგენია, რომ ამდაგვარ სტატუსს ანიჭებს თავს. მეორე - რა მტკიცებულებები არსებობს? გოგაშვილის ძალიან ბინძურ და ამავდროულად, ადამიანობისგან, მორალისგან, მათ შორის სინდისისგან დაცლილ ამდაგვარ სპეკულაციებს ჩვენს საზოგადოებაში არათუ ნულის ფასი, არამედ კიდევ უფრო მეტად ამორალურობის სახეს აჩვენებს", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი აღიარება გაავრცელა. მის წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და შემდეგ ამ მასალების წაშლა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.
გოგაშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა თავად აფგან მუხთარლი. ის აპირებს, უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვიდეს და პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს.
ამავე თემაზე: