დეგნანი მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის ომში ჩართვა უნდოდათ - ყაველაშვილის მორიგი თავდასხმა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს კიდევ ერთხელ ესმის თავს. ის ამბობს, რომ ელჩი "წასულების" კითხვაზე პირდაპირ პასუხს პარტიის დამფუძნებელთან შეხვედრასთან დაკავშირებით გაექცა.

ყაველაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ იყო ინფორმაციები, რომ იყო შეხვედრები და მოთხოვნები საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, დეგნანი მხარს უჭერდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ.

"როცა კელი დეგნანს ეს კითხვა დავუსვით, აქ იყო საუბარი ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ პირდაპირ პასუხს, ქალბატონი ელჩი გაექცა ხომ, ეს ფაქტია. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ასე ვთქვათ ინფორმაციები, იყო ინფორმაციები, რომ რაღაც კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, გაიხსენეთ პრემიერის განცხადება, კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა. სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენ თვალწინ ხდებოდა და აღარ გამომაგორებინოთ ახლა ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა და ა.შ. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია. 

კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანებს, რომელსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ იცით? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, გლობალური დაძაბულობის ფონზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი. 

 ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო.  ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ "როდესაც ომის უშუალო საფრთხე" მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი