"ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი" | ნათელაშვილი ივანიშვილის წერილზე

გამოქვეყნდა:

"ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი" - ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღე სგავრცელებულ წერილს.

საზოგადოების შეწუხებაზე კი არ არის საქმე, მან დაკარგა 600 მილიონი შვეიცარიის ბანკში ძალიან სწორად და კიდევ დაკარგა 2 მილიარდი იმ ტრასტის მეშვეობით, რომელიც თვითონვე დაიქირავა. ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი: აი, მე თუ დავსანქცირდები საბოლოოდ, მაშინ მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი თქვენი დავალებით მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის. თითქოს ორ დღეში აიღებდა მოსკოვს. აი საუკუნის ტყუილი, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. 
ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ "როდესაც ომის უშუალო საფრთხე" მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი