ანგოლაში 300 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ანგოლაში 170 კარატის ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს. მიიჩნევა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ძვირფასი ქვა, რომელიც 300 წლის განმავლობაში აღმოაჩინეს.

ბრილიანტს Lulo Rose შეარქვეს. 

"ვარდისფერი ბრილიანტი 10 000-ში ერთია. ამიტომ, თქვენ ნამდვილად უყურებთ ძალიან იშვიათ რამეს, როცა აღმოაჩენთ ვარდისფერ ბრილიანტს", - თქვა მაღაროს დირექტორმა.

ვარდისფერ ბრილიანტს საერთაშორისო ტენდერით ანგოლის სახელმწიფო მარკეტინგის კომპანია Sodiam გაყიდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი