
უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინელების 39%-მა სამსახური დაკარგა. ინფორმაციას BBC სოციოლოგიურ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია რეგიონებზე, რომელშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს.
უმუშევრობის მკვეთრი ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ომთან. საწარმოების ნაწილმა ოკუპაციის პირობებში მუშაობა ვერ გააგრძელა, ნაწილი განადგურდა, ნაწილში კი თანამშრომლები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.
ასევე კვლევის თანახმად, უკრაინაში დასაქმებულთა ნაწილი 10%-ით ნაკლებ ხელფასს იღებს, 43%-ს ხელფასი არ შეცვლილა, 9%-ს კი გაეზარდა. გამოკითხულთა 83% დარწმუნებულია, რომ მომდევნო ექვს თვეში შეინარჩუნებს სამუშაოს, 11% არ არის დარწმუნებული.