"ეს პოლიტიკოსები კლოუნებს გვანან, რომლებიც ამ ცირკს ბიძინა ივანიშვილისთვის აწყობენ" | მეთიუ ბრაიზა

გამოქვეყნდა:

"ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კლოუნებს გვანან, რომლებიც ამ ცირკს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის აწყობენ. უნდათ, რომ მის თვალში ქულები დაიწერონ და ამიტომ აკეთებენ ამ სასაცილო კომენტარებს", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა "მთავარ არხთან" .

მისი სრული კომენტარი იხილეთ მთავარში 9-ზე.

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. 
ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ "როდესაც ომის უშუალო საფრთხე" მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი