ფორმალური მმართველობა, ომის რიტორიკა და ფინანსური პრობლემები | ოლიგარქი გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

ფორმალური მმართველობა, ომის რიტორიკა და ფინანსური პრობლემები - ეს არის სამი მთავარი გზავნილი და აღიარება ბიძინა ივანიშვილისგან. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ოლიგარქი ჯერ მხოლოდ წერილობით ახსენებს საზოგადოებას და პოლიტიკურ წრეებს საკუთარ პოლიტიკურ წონას.

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, მეორე ფრონტის ბედი, საერთაშორისო სანქციები - სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ეს საკითხები სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული - და დღევანდელ წერილში ოლიგარქმა ეს არც დამალა.

არც ოპოზიციისთვის და არც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ეს გზავნილი გასაკვირი არ ყოფილა. ოლიგარქის ოპონენტებმა კიდევ ერთხელ ამოიკითხეს ვრცელ გზავნილში ბიძინა ივანიშვილის მზაობა საკუთარ კეთილდღეობას შესწიროს ქვეყნის ინტერესები და რუსეთის ინტერესებში მოქმედებით მუდმივად აშანტაჟოს დასავლეთი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი