ყაველაშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნებას აანონსებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას!", - წერს ყაველაშვილი.

ყაველაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მასთან ერთად წამოსული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი იქნებიან.

სუბარმა, ხუნდაძემ და ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" 28 ივნისს დატოვეს. როგორც განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქცისაა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი