
უკრაინელი ჟურანლისტი ალექსანდრე სავოჩენკო, წარმოშობით ჩერნიგოვის ოლქიდან, დაიღუპა ფრონტზე დონეცკის ოლქში, ბახმუტთან გამართულ ბრძოლებში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბახმუტთან უკრაინისთვის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე სავოჩენკო პოლესკიდან, 1986 წელს დაბადებული, 25 თებერვალს, რუსული მტრის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, ის მოხალისედ წავიდა უკრაინის დასაცავად“- ნათქვამია განცხადებაში.
ომის დაწყებამდე ის კიევში ჯერ ტელეკომპანია STB-ზე მუშაობდა, შემდეგ კი საინფორმაცი სააგენტო „ფრანს პრესთან“ თანამშრომლობდა. შემდეგ მუშაობდა „Suspilny“-ში. ის წერდა ანალიტიკურ სტატიებს, კერძოდ, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.