უკრაინელთა 84% არ ემხრობა ტერიტორიების დათმობას იმ შემთხვევაშიც, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 84% არ ემხრობა ტერიტორიების დათმობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. გამოკითხვა 6-20 ივლისის პერიოდში ჩატარდა. 

კვლევის მიხედვით, უკრაინელების 82%-მა ტერიტორიული დათმობა დაუშვებლად გამოაცხადა.

ამავე კვლევის თანახმად, უკრაინელთა 10% სტაბილურად არის რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის მომხრე. დანარჩენი ნაწილი კი შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.

"უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. აღმოსავლეთში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მოსახლეობის პატრიოტული განწყობა მხოლოდ გაძლიერდა: მაისიდან ივლისამდე, აღმოსავლეთის რეგიონებში ნებისმიერი დათმობის წინააღმდეგი ადამიანების რიცხვი გაიზარდა 68%-დან 77%-მდე (დათმობებისთვის მხოლოდ 16% მზადაა). სამხრეთელებს შორის 82% ეწინააღმდეგება დათმობებს (დათმობისთვის მხოლოდ 10% არის მზად). სხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა", - წერს უკრაინული მედია.

აღსანიშნავია, რომ მასში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, 2%-ით გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა რომლებიც ტერიტორიების დათმობას არ ემხრობიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი