
პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვსულიყავით მაქსიმალურად დაზიანებულები ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 3 ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გაუხსენით გზა და იქაც, რომ მიდიოდა, სავარაუდოდ, კრიტიკით იყო დაკავებული. ამიტომ, ქვეყნის ინტერესის დაცვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ფრონტით, იმ ადამიანების მიერ, ვინც არიან ხელისუფლებაში და ის ხელისუფლებაშია. მაგრამ მან აირჩია სხვა გზა, ამიტომ მე მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ მან ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარულისას ისეთი ნაბიჯები გადადგა, რასაც შესაძლოა ზიანი მოეტანა.
[...]
ახსნა სავარაუდოდ აქვს [მის საქციელს] ის ძალიან შორს არის, რომ არ იცოდეს რას აკეთებს, ან ის არ არის რადიკალური ოპოზიციის მსგავსი... ის ყოველთვის გააზრებულად მოქმედებს და გეგმაც აქვს ხოლმე, მას ნამდვილად ექნება ახსნა, თუ რატომ იქცევა ის ასე. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს.
თქვა ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.