
ბაღდადში ასობით მომიტინგე ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრა. სასულიერო პირ მუქთადა ალ-სადრის მომხრეები ირანის მხარდაჭერილი პარტიების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ყოფილი მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის კანდიდატურას. რომელიც პრო-ირანის საკოორდინაციო ჩარჩომ აირჩია.
ერაყის 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებში ალ-სადრის ბლოკმა 73 ადგილი მოიპოვა, რაც მას პარლამენტში ყველაზე დიდ ფრაქციად აქცევს. მაგრამ კენჭისყრის შემდეგ მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებისთვის შეფერხდა და ალ-სადრი პოლიტიკური პროცესიდან გარეთ დარჩა.
ოთხშაბათს, დეპუტატები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ, როდესაც აქციის მონაწილეებმა შეაღწიეს დედაქალაქის მაღალი უსაფრთხოების ზონაში, სადაც განთავსებულია სამთავრობო შენობები და საელჩოები.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.