
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილს ეხმაურება. ამბობს, რომ ოლიგარქმა ამ განცხადებით "ხელმოცარულ" პოლიტიკოსებს "ცივი წყალი გადაასხა".
მან თქვა, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებზე, კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრობს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს არის ღია, გამჭვირვალე პროცესი, ყველასთვის ცნობილია და ასეთი არ იგეგმება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ ხელმოცარულებს რომლებიც არიან პოლიტიკაში როგორც შიგნით მავნებლები და ასევე საგარეო ფრონტზე, მათ შორის უკრაინაში, მემგონი ამით ცივი წყალი გადაასხა.
ომში ჩართვაზე ეს არ არის მმართველი პარტიის რაღაცა მოგონილი თემა. კონკრეტული ადამიანები, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებისგან, რადიკალური ოპოზიციისგან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები. გვარები იქნა ჩამოთვლილი. მათ შორის იყო, მაგალითად, უკრაინის მაღალჩინოსნებისგან, გვარები გინდათ? ხო იციან, - ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.