"ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი დეპუტატი - გურამ მაჭარაშვილი ტოვებს. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ განცხადება პარლამენტში გააკეთა. 

მისი თქმით, ტოვებს პარტიას და ფრაქციას, მუშაობას კი დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

"სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს პოლიტიკური პროცესები და გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილების მიმღები არის სწორედ საზოგადოება, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისათვის, რომ რაღაც საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას", - თქვა მაჭარაშვილმა.

მედიასთან მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და მასთან შეხვედრა არც აშშ-ის ელჩმა არ უარყო, არსებობს "ლეგიტიმური" კითხვა - "ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს, მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის ჩვენი დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს კითხვა, ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება მისთვის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით". 

მისივე განცხადებით, კარგი იქნება თუ ელჩი ამ კითხვებს პასუხს გასცემს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი