"ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, რომ საფრთხეები იქნას არიდებული... სათქმელს აუცილებლად ვიტყვით" | ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

"პროცესი რომ სწორ კალაპოტში ჩადგეს, ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, რომ საფრთხეები იქნას არიდებული, სათქმელს აუცილებლად ვიტყვით", - ამის შესახებ "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში საუბრობს, სადაც მან და მისმა განდგომილების გუნდმა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. 

ჩვენი პოზიციონირება არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ მხოლოდ ინტერესები დავაკმაყოფილოთ, რა ვიცით ჩვენ. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობთ ამ ეტაპზე, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ძალიან ბევრ ურთიერთობას რომელიც საჭიროა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის სწორად და მყარად ცვლისათვის. ამიტომ, პროცესი რომ სწორ კალაპოტში ჩადგეს, ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, რომ საფრთხეები იქნას არიდებული, სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, - ამბობს ხუნდაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი