ხარკოვში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, დერგაჩევსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვი. ინფორმაციას დერგაჩევსკის მერი, ვიაჩესლავ ზადორენკო ავრცელებს. 

"რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი დერგაჩევსკის რაიონის დასახლებები. პრუდიანკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა საშუალო სიმძიმის და მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორისაა 12 წლის ბიჭი და ორი შუა ხნის კაცი", - აღნიშნა ზადორენკომ.

მისივე თქმით, მოხალისეების და ექიმების ოპერატიულობის წყალობით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დერგაჩევსკის რაიონის მცხოვრებლებს, დატოვონ დასახლება, გადავიდნენ უსაფრთხო ტერიტორიებზე და არ დაბრუნდნენ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება", - თქვა ვიაჩესლავ ზადორენკომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი