
აშშ-ის სენატი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიაროს. რეზოლუციას კონგრესის ზედა პალატამ მხარი ერთხმად დაუჭირა. ამის შესახებ The New York Times იტყობინება.
რეზოლუციის ტექსტში სენატორები სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მოუწოდებენ, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში მოქმედებების გამო, რამაც „აურაცხელი რაოდენობის უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია“.
მსგავსი რეზოლუცია კონგრესს აშშ-ის პარლამენტის ქვედა პალატამაც წარუდგინა.