
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით,გავლენიან ბიზნესმენისა და პოლიტიკოსისთვის, გენადი კორბანისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა მიღებული.
ეს აზრი ზელენსკიმ გამოთქვა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ლიტველ კოლეგასთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც კიევში გაიმართა.
"ჩვენ რეგულარულად ვაძლევთ მოქალაქეობას ან ვართმევთ მას. ეს არის მიმდინარე პროცესი და ყველაფერი მუდმივად ხდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ცნობისთვის, 22 ივლისს უკრაინელმა მესაზღვრეებმა გენადი კორბანი ქვეყანაში არ შეუშვეს და უკრაინული პასპორტი წაართვეს. კორბანის წარმომადგენლის ადვოკატის, ანდრეი იოსიპოვის თქმით, ბიზნესმენისთვის პასპორტის ჩამორთმევის ოფიციალური ახსნა იყო ის, რომ დოკუმენტი ბათილად ითვლებოდა, რადგან მას დაუსწრებლად ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა.