მოლდოვამ უკრაინაში ომის გამო, საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

მოლდოვას პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას უკრაინის ომთან, ენერგეტიკულ სექტორში არსებულ კრიზისთან და ლტოლვილთა პრობლემის შემდგომი გადაწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ - ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ გამოცემა NewsMaker-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მმართველი პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“  52-მა დეპუტატმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა..

"ლოჯისტიკური კავშირები გატეხილია. ბევრ ქვეყანაში შიმშილის რისკია. ენერგეტიკის სფეროში ფასები იზრდება და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მძიმეა. სამყარო ძალიან რთულ მდგომარეობაშია... უკრაინის პორტების ბლოკირება გავლენას ახდენს ჩვენს იმპორტსა და ექსპორტზე“,- თქვა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა ნატალია ჰავრილიცამ.

60 დღის ათვლა, რომლითაც დეპუტატებმა საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივეს, 8 აგვისტოს დაიწყება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი