"ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-თან თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა ისტორიაში"-ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ელჩთან დაკავშირებით ასეთი აღქმები არსებობს, „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით. ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები. როდესაც არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. უბრალოდ არ მესმის რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა, თავდასხმა ან მსგავსი რამ. მოსამართლე გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ის დაბლოკეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო გვარამიას საქმეზე, ცხადია ეს არის გაუგონარი რამ, მაშინ გამობრძანდნენ და თქვან, რომ ეს არის მისაღები“

- თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა "პალიტრანიუსთან"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი