"პარლამენტში არის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხეის [რეკომენდაციების] შესრულებაზე. ამ მუშაობას არათუ უერთდება, არამედ იმგვარად რომ სხვა ალტერნატიულ ჯგუფებს ქმნიან, ხელს უშლის რაღაც სხვა ჯგუფი. ეს როგორ უნდა შეიფუთოს? ამბობენ, რომ მათ არ ვენდობით, ფასადურად აკეთებენ. რაღაც სისულელეს აკეთებენ. რეალურად ეს არის საბოტაჟი კომისიის რეკომენდაციების შესრულების...
ეს საბოტაჟი ხელისგულზე ჩანს. წარმოუდგენელია მათი მხრიდან ამომრჩევლის იმგვარი დაგოიმება და ასეთი უბედური, საშინელი წარმოდგენა საკუთარ ამომრჩეველზე, რომ მოდი, მე ამათ ყველას მივაგოიმებ, რო მე ვაკეთებ ყველაფერს, საბოტაჟს კი არ ვეწევი, "ქართული ოცნება" კი იტყვის ყველაფერს, მარა ჩემები მაინც არ დაუჯერებენ"
- ამბობს "ქართული ოცნები" ლიდერი, მამუკა მდინარაძე "იმედთან".