"ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "იმედის" გადაცემა „იმედი LIVE“ გამოიყენა ტრიბუნად, რომლის მეშვეობითაც "მთავარი არხის" ჟურნალისტები გააკრიტიკა და მუშაობის სტანდარტები შეაფასა.
მდინარაძემ ჯერ ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილის მიერ დასმული კითხვა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ კობახიძის განცხადება ჟურნალისტის მიმართ ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე..." სექსისტური არ ყოფილა.
"მაგდა,თქვენ ძალიან ცნობილი პროფესიონალი ჟურნალისტი ხართ. თმენის ვალდებულება რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამის გამო ხომ არ შეიძლება ილაპარაკონ ყველაფერზე. თავში ჩაგარტყან - მოითმინე, დედა გაგინონ - მოითმინე. დედა რომ გაგინოს ჟურნალისტმა ისიც უნდა მოითმინო. ასე ხომ არ განიმარტება თმენის ვალდებულება. სადღაც ზღვარი ხომ არის. სად არს ეს ზღვარი? წარმოუდგენელი ამბავი ხდება. შეურაცხყოფას რომ გაყენებს, უსირცხვილოსა და უნამუსოს რომ გეძახის, მერე რაღაცას ეტყვი, მხოლოდ ამას მოჭრის, რა აკადრე და საჩივრებს რომ გიწერს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ზღვარი სადღაც უნდა იყოს.
რაღაცა იქ სექსისტური გამონათქვამები და რას გავხარო ასე ეძახაო.... მშვენიერი გოგოა ფიზიკურად, მაგრამ მართლა გადმოუვარდა თვალები... შენობით კაი მელაპარაკოს, მაგაზე კი არააა, გაცილებით მეტს ვითმენ",- ამბობს მდინარაძე.
ნატალი ჯახუტაშვილის შემდეგ მდინარაძემ "მთავარი არხის" საპარლამენტო ჟურნალისტსა და გადაცემა "დღის სტუმრის" წამყვანზე, ნინო სამყურაშვილზე ისაუბრა და "უკიდურესად ტედენციური" უწოდა.
"იგივე "მთავარი" ავიღოთ. მაგდა კარგად იცნობთ, შეიძლება თქვენც იცნობთ, ამ ადამიანს - ნინო სამყურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ტენდენციურია ჩემი აზრით, უკიდურესად ტენდენციური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, გამახსენდა უბრალოდ, რადიკალური ტენდენციურობის თვალსაზრისით არ იკადრებს, რომ "აგენტის შვილი ბრძანდებით"...თუმცა გასაგებია, უკიდურესად ტენდენციურია და არასწორ ინფორმაციებზე დაყრდნობით სიუჟეტებიც უკეთებია" ,- თქვა მდინარაძემ .
მედიასტანდარტების მიმოხილვის დასასრულს, მდინარაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ "ოჯახებებზეა დავალებები" .