"ბიჭვინთისთვის!" - ამ სახელწოდების აქცია დღეს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე.
მათი თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!
თბილისის პარალელურად, აქცია აფხაზეთში, თავისუფლების მოედანზეც, 4 საათზე გაიმართება.
"დღეს, ზუსტად, ჩვენთან ერთად სოხუმშიც იმართება აქცია ბიჭვინთის თემაზე. ვინც პოსტებში ბრაზდებით, განცხადებებზე ბრაზდებით თუნდაც კობახიძის, როცა ამბობს, რომ არაფერი გვესაქმება ენგურის ხიდთან, იმ ადამიანებს გეტყვით, რომ მოხვიდეთ დღეს აუცილებლად აქციაზე", - ამბობს გელა ხასაია, აქციის ორგანიზატორი, "აფხაზური ამბების" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის.