დონეცკში რუსმა ოკუპანტებმა 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. 28 ივლისს, რუსებმა დონეცკის რეგიონში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ბახმუტში, 2 ტორეცშკი, 1 ორლივკაში, 1 ჰირნიკში დ ა1 სოლედარში. დაშავდა კიდევ 19 ადამიანი", - წერს კირილენკო Telegram-ზე.

მისივე ცნობით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი