ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 7 პირია დაკავებული

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 7 პირია დაკავებული. 

ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

7 დაკავებულიდან სამის ვინაობა "მთავარი არხისთვის" ცნობილია. ესენი არიან: ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ასლანიძეს გამოძიება ხულიგნობას ედავება. 

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი