ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ყველა პირი, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მცხეთის პოლიციაში გამოიკითხა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს, ესენი არიან: ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ცნობილია, რომ ასლინაძეს გამოძიება ხულიგნობას ედავება.
რაც შეეხება სისხლიანი დაპირისპირების მთავარ ფიგურანტს, რომელმაც გარდაცვლილ მირიან კუკავას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე: