საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს საერთაშორისო არბიტრაჟში 187 მილიონი მოუგო

გამოქვეყნდა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.

დავები აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან მიმდინარეობდა.

"არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა", - წერს სამინისტრო.

უწყების ცნობით, ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა კი 2023 წელს დასრულდება.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის გასაგრძელებლად, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი