
ჰონგ კონგში, ჯგუფ Mirros-ის კონცერტზე, სცენის ზემოთ დამონტაჟებული LED ეკრანი ჩამოვარდა და მოცეკვავეებს დაეცა. Washington Post-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი მოცეკვავე დაშავდა.
გამოცემა წერს, რომ ჩამოვარდნილი ეკრანი ერთ მოცეკვავეს პირდაპირ თავში დაეცა.
პოლიციის ცნობით, დაშავებულები დედოფალ ელიზაბეტის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორე კი თავს სტაბილურად გრძნობს.
კლინიკაშია გადაყვანილი სცენაზე მყოფი კიდევ სამი ადამიანი, რომლებმაც ინციდენტის შემდეგ თავი ცუდად იგრძნეს და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მათ სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებიათ.
მომხდარის შემდეგ ჯგუფ Mirror-ის კონცერტი შეჩერდა.