
"რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან... მათი რეალური მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება", - ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვანეთში ჟურნალისტებთან საუბრობს.
ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა არის ცნობილი ყველასთვის, ჩვენი საჯარო შეთავაზების მიუხედავად, ჩვენს მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, თქვენ ნახეთ და ჩვენ გავხდით ყველანი მომსწრე იმისა, რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.
მათი სურვილი არ არის, რა თქმა უნდა, არც კანდიდატის სტატუსის მიღება, აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებები, თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალუზი მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა, ასევე დასრულდა ფიასკოთი, - ამბობს ღარიბაშვილი.