"ეს იყო კარგად გააზრებული "ცრუ დროშის" ოპერაცია" - პოდოლიაკი რუსების მიერ უკრაინელი ტყვეების ბანაკის დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

ოლენივკას ბანაკზე თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკიდურესად ცინიკური პროვოკაცია იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს აგრესორების მხრიდან კარგად გააზრებული "ცრუ დროშის" ოპერაცია იყო.

"უდავოდ, ეს იყო ბანაკზე საგულდაგულოდ დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც განახორციელა რუსეთის ჯარებმა. ოლენივკაში უკრაინის არმიისთვის არ არის ოპერატიული სამხედრო სამიზნეები. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა ზუსტად მოახდინონ ობიექტების იდენტიფიცირება და განადგურდეს: ჭურვების საწყობები, ოპერატიულ-ტაქტიკური შტაბი, საწვავის მარაგები.

ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი დატყვევებული დამცველი დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს ყაზარმებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. კლასიკური, ცინიკური და კარგად გააზრებული ცრუ დროშის ოპერაციაა", - ამბობს პოდოლიაკი. 

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ტაქტიკური მარცხის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტ "კაციჭამია პროვოკაციებს" მიმართავს.

"მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას გაეროსგან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან - რუსეთი უნდა გაირიცხოს ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტიდან", - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი