სავარაუდო სექსუალური ძალადობა და წამება | უკრაინელი ქალი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

უკრანიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სავარუდოდ ის სექსულური ძალადობისა და წამების მსხვერპლია, თუმცა გამომძიებლები დეტალების დადგენას მისი კრიტიკული მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, ტაქსის მძღოლი, რომელმაც დაზარალებული თავდაპირველად ლანჩხუთის საავადმყოფოში მიიყვანა. პოლიციამ მძღოლი მოწმის სტატუსით გამოკითხა, შესაძლო ძალადობის სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

კლინიკის მედპერსონალი პირად საუბარში ადასტურებს, რომ სექსუალური ძალადობის კვალი უკრაინელ ქალს ნამდვილად აღენიშნება, მას სხეულზე ასევე აღენიშნება დამწვრობის კვალი, რომელიც სავარაუდოდ ანთებული სიგარეტით აქვს მიიყენებული.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი