ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" დასავლეთზე თავდასხმის შერბილებას ცდილობს, მაგრამ რეალურად ანტიდასავლურ განწყობებს ადასტურებს.
მთავრობის მეთაური კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ, და პირადად მან ქვეყანას ეს საფრთხე ააცილა. უშუალოდ შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებულ კითხვებს კი მთვრობის მეთაურმა დღეს არ უპასუხა.
კითხვები კი მასთან კელი დეგნანის განცხადებების შემდეგ გაჩნდა - ამერიკელმა დიპლომატმა დღეს ისაუბრა კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება "ქართული ოცნების" განცხადებების შემდეგ და რომლებიც აღრმავებს დაპირისპირებას საზოგადოებაში.