"ჩვენ შურს ვიძიებთ...ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს" | უკრაინის მთავარსარდალი ოკუპანტებს

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნი, ეხმაურება რუსი ოკუპანტების სისასტიკეს და განაცხადა, რომ უკრაინა შურს იძიებს ყოველი დაღუპული ან დასახიჩრებული ჯარისკაცისთვის. 

მან თქვა, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეებისგან განსხვავებით, უკრაინა იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკე ჩვენი სამხედრო ტყვეების მიმართ არის აღმაშფოთებელი. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა გარდაცვლილი ან დასახიჩრებული ძმისთვის. განსხვავებით რუსი სამხედრო დამნაშავეებისგან, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ამავე დროს. დროა, ჩვენ შურს ვიძიებთ და შეუძლებელია ჩვენი ძმების, დების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დამნაშავეები დაუსჯელი დარჩნენ. ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. იცოდეთ, მტრებო, თქვენ არ გექნებათ ადგილი დედამიწაზე", - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს დილით, პრორუსმა მებრძოლებმა განაცხადეს, რომ ოლენივსკას კოლონიაზე თავდასხმის შედეგად, 40 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი