
ბელორუსმა დიდი ბრიტანეთიდან თავისი ელჩი გაიწვია - ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს იმას, რომ ლონდონთან კომუნიკაციის არხები იკეტება.
"გაერთიანებული სამეფოს მიერ გადადგმულ უამრავ არამეგობრულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც სისტემატურად მიზნად ისახავს ბელორუსის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლონდონში ბელორუსის დიპლომატიური მისიის დონის შემცირების შესახებ" -ამის შესახებ ბელტას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანატოლი გლაზმა განუცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველია ბელარუსის მოქალაქეების, საწარმოების თანამშრომლების, ბელარუსის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის მიმართ უპრეცედენტო სანქციების შემოღება, ბელარუსი ჟურნალისტებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვა, ფრენების უსაფუძვლო აკრძალვა.