
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ორ ფიზიკურ პირსა და ოთხ სუბიექტს, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის გლობალურ მავნე გავლენას და არჩევნებში ჩარევის ოპერაციებს სანქციები დაუწესა.
განცხადებაში დასახელებულია პირები, როგორც რუსეთის მოქალაქეები: ალექსანდრე ვიქტოროვიჩ იონოვი და ნატალია ვალერიევნა ბურლინოვა.
„ამ პირებმა და სუბიექტებმა შეასრულეს სხვადასხვა როლი რუსეთის მცდელობებში, მანიპულირება და დესტაბილიზაცია მოახდინონ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის უკრაინის წინაშე“ - ნათქვამია ხაზინის განცხადებაში,
დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქცირებულ იურიდიულ პირებს შორის არიან: რუსეთის ანტიგლობალიზაციის მოძრაობა, საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი, იონოვ ტრანსკონტინენტალი და შეაჩერე იმპერიალიზმი - გლობალური საინფორმაციო სააგენტო.