"ვაიძულებდი კრემლს, მიეღო ჩვენი წინადადება" | ბლინკენი ამბობს, რომ ლავროვს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გამართა.

ბლინკენი ამბობს, რომ ზეწოლა მოახდინა კრემლზე, რათა მიეღო „არსებითი წინადადება“, რომელიც ვაშინგტონმა წამოაყენა რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

გამოცემა წერს, რომ 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მათ პირველ ასეთ საუბარში, ორივე მხარე ცდილობდა შეენარჩუნებინა არსებული პოზიციები. 

„ჩვენ გვქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი. მე ვაიძულებდი კრემლს მიეღო არსებითი წინადადება, რომელიც ჩვენ წამოვაყენეთ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლებაზე“, - განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეერთებულმა შტატებმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ გარკვეული პირობის სანაცვლოდ, შესთავაზა რუსეთს ვარსკვლავის, ბრიტნი გრინერისა და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის, პოლ უელანის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ არ გაუმჟღავნებია რას სთავაზობდა. სიტუაციის მცოდნე წყარომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა გაცვალოს რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი, რომელიც იხდის 25-წლიან პატიმრობას შეერთებულ შტატებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი