ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამავდროულად ითვლება ევროპაში ამ დაავადებით გარდაცვალების პირველ შემთხვევად. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეს არის „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების მეორე შემთხვევა აფრიკის კონტინენტის გარეთ. ამ დაავედებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ბრაზილიაში დადასტურდა. 

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ თავის ბოლო მოხსენებაში განაცხადა, რომ ქვეყანაში დადასტურებულია 4298 შემთხვევა.ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გარდაცვლილის შესახებ დამატებითი დეტალებზე საუბარი არ ისურვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი