რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვი ორჯერ დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში ხარკოვი ორჯერ დაბომბეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობაში ხანძარი გაჩნდა.

პირველი თავდასხმა დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა, ხოლო მეორე 04:09 საათზე.

"რაკეტა ჩამოვარდა სლობიდის რაიონში, ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობაში. იქ ხანძარია, ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიჭები ცეცხლს აქრობენ", - დაწერა ტერეხოვმა Telegram-ში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვი ემზადება რუსეთის მორიგი თავდასხმისთვის ქალაქსა და რეგიონზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი