რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 40 670 ჯარისკაცი დაკარგეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ივლისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 40 670;
  • ტანკი - 1 759;
  • ჯავშანტექნიკა - 3 995;
  • საარტილერიო სისტემა - 906;
  • სარაკეტო სისტემა - 258;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 117;
  • თვითმფრინავები - 222;
  • ვერტმფრენი - 190;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 733;
  • საკრუიზო რაკეტები - 174;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 889;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 78.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი