"თუ რუსული პროექტია, მსგავსი რამ არ გაიმართება" | "ფორტ რაბათი" გაუქმდა

გამოქვეყნდა:

"ფორტ რაბათი" გაუქმდა - "ბოიარდის ციხესიმაგრის" რუსული ანალოგი რაბათის ციხეზე აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროექტის ანონსს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

რაბათის ციხის დირექტორი, გიორგი ნათენაძე ადასტურებს, რომ რუსულ კომპანია Qvevri Event-თან მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა მას შემდეგ, რაც მათთვის გახდა ცნობილი, რომ კომპანია რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ის ადგილზე რუსულენოვანი პროექტის განხორციელებას აპირებდა, მოლაპარაკებები ჩაიშალა.

"ჩვენ ლაპარაკი გვქონდა, რომ რაბათში შემოსული ტურისტების ვინც იქნებოდნენ, მათთვის უნდა გაეკეთებინათ ექსკლუზიური პაკეტები და იქვე შეეთავაზებინათ ტურისტებისთვის 1-საათიანი თამაში და გადაღება, ამაში გადაიხდიდნენ თანხას იჯარის. შეთანხმება არ გვაქვს, ხელიც არ არის მოწერილი და მით უმეტეს, თუ რუსული პროექტია, მსგავსი რამ არ გაიმართება. ერთხელ იყვნენ ჩამოსული მოლაპარაკებაზე, მოსინჯეს სად შეიძლება გადაეღოთ, დაათვალიერეს. რა თქმა უნდა რუსული პროექტი არ განხორციელდება და არც რუსულენოვანი", - ამბობს გიორგი ნათენაძე.

Qvevri Event ამ დრომდე ეპატიჟება პროექტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებს. ღონისძიების ჩატარებას რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის თავზე, 7 აგვისტოს აანონსებენ.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი